მოძრავი ვიზუალი, რომელიც თქვენს ბიზნესს აცოცხლებს

ვქმნით ანიმაციას თქვენი პროდუქტის, სოც-ქსელისა თუ ეკრანისთვის — ვიზუალს, რომელიც თვალს იპყრობს და ბრენდს დასამახსოვრებელ იერს აძლევს.

მოგვწერეთ

უფასო კონსულტაცია Messenger-ში

კარგი პროდუქტი ან სერვისი კი გაქვთ, მაგრამ…

ყოველდღიურ ციფრულ ქაოსში თქვენი სარეკლამო მასალა 3 მთავარ ბარიერს აწყდება:

ვერ ამჩნევენ

სტანდარტულ ფოტოს ან სტატიკურ ბანერს მომხმარებლის თვალი ავტომატურად უვლის გვერდს. სანამ ვიზუალი არ ამოძრავდება, სქროლვა არ გაჩერდება.

ვერ იგებენ

მშრალი ტექსტითა და სურათით რთულია შეთავაზების ზუსტი არსის გადმოცემა. რასაც მომხმარებელი მომენტალურად ვერ იაზრებს, იქ გადაწყვეტილებას ვერც მიიღებს.

ვერ ენდობიან

შაბლონური და მარტივი დიზაინი ბიზნესის იმიჯს პირდაპირ აზიანებს. თუ რეკლამა საშუალო დონისაა, მომხმარებელი ფიქრობს, რომ თქვენი სერვისიც საშუალოა.

რას ვაკეთებთ

ციფრული ეკრანები & ბილბორდები

ანიმაცია შიდა მონიტორებისთვის, კაფე-რესტორნების მენიუებისა და გარე LED ეკრანებისთვის.

სტატიკური ბანერი ციფრულ ეკრანზე შეუმჩნეველი რჩება — ჩვენ ვქმნით მაღალი გარჩევადობის მოძრავ ვიზუალს, ადაპტირებულს კონკრეტულ ეკრანზე.

აქციეთ იდეა მოძრაობად

მზად ხართ, თქვენი პროდუქტი ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ? გადადგით შემდეგი ნაბიჯი და დავიწყოთ პროექტზე მუშაობა დღესვე.

მოგვწერეთ

ყველაფერი, რაც თქვენს ვიზუალს სჭირდება

სისწრაფე

ბიზნესზე მორგებული

პრემიუმ ხარისხი

სრული პროცესი ონლაინ

როგორ ვმუშაობთ?

  1. 1

    კონსულტაცია

    უფასო ბრიფინგი მესენჯერში

  2. 2

    Storyboard

    ვამზადებთ სცენარსა და სტრუქტურას

  3. 3

    დიზაინი

    ვქმნით ვიზუალურ სტილს

  4. 4

    ანიმაცია

    დიზაინს ვაცოცხლებთ მოუშენ ანიმაციებით

  5. 5

    შესწორება

    შეგვაქვს შესწორებების 2 რაუნდი

  6. 6

    ჩაბარება

    ვაბარებთ მზა ვიდეოს შესაბამის ფორმატში

ხშირად დასმული შეკითხვები

ყოველი პროექტის ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ამოცანის სირთულესა და სცენების რაოდენობაზე. ფასის ფიქსირებული დიაპაზონის გასაგებად მოგვწერეთ პირდაპირ DM-ში — ზუსტ თანხას კი storyboard-ის დადასტურებისას, მუშაობის დაწყებამდე შევათანხმებთ.

სტანდარტული სარეკლამო ვიდეო ან მენიუ მზადდება სცენარისა და სტრუქტურის (storyboard) დადასტურებიდან 3-5 სამუშაო დღეში. ვადები ყოველთვის მკაცრად ფიქსირდება მუშაობის დაწყებამდე.

ღირებულებაში შედის შესწორებების 2 უფასო რაუნდი (ფერის, ტექსტის, ტაიმინგის ან წვრილი დეტალების შეცვლა). უკვე დადასტურებული სცენარის ან სტრუქტურის სრულიად შეცვლა (ხელახალი სამუშაო) განიხილება როგორც ცალკე ამოცანა.

დიახ, მთელი პროცესი — ბრიფინგიდან მზა ვიდეოს ჩაბარებამდე — მიმდინარეობს ონლაინ. ამოცანების განხილვა, Storyboard-ის შეთანხმება და ფაილების გაცვლა ხდება ციფრული არხების საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დროს.

სასურველია მოგვაწოდოთ თქვენი ბრენდის ლოგო (ვექტორულ ფორმატში) და საფირმო ფერები. თუ მზა გაიდლაინები არ გაქვთ, ვიზუალური სტილისა და სტრუქტურის შერჩევაში თავად დაგეხმარებით.

მზად ხართ დასაწყებად?

მოგვწერეთ